პროექტები


1.       პროექტის სახელწოდება; სარგებლის დარიცხვის წესი.
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ავხსენი გაკვეთილი  მიმდევრობები. გაკვეთილში გვაქვს ჯგუფური სამუშაო ბანკში სარგებლის დარიცხვის წესზე, გაკვეთილზევე წამოიჭრა იდეა იმის შესახებ რომ გამოგვეკვლია და შეგვედარებინა ერთმანეთთან სხვადასხვა ბანებში სარგებლის დარიცხვის წესი და ანაბრის განთავსებისთვის გამოგვეყენებინა ჩვენთვის ხელსაყრელი ბანკი. შევიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმა და გადავანაწილეთ დავალებები
3.       პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაერკვევიან  ბანკში ანაბარზე  პროცენტის დარიცხვის ზოგიერთ წესს.დააკავშირებენ ამ ოპერაციებს არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიებთან, მოსწავლე გაიწაფება ბანკში ანაბრის მართვაში, ირჩევს უკეთესს.
4.       პროექტის მიზნები; მოსწავლეებმა გამოიყენონ მათემატიკური ცოდნა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას, შესწავლილი კანონზომიერების მიხედვით განივითარონ ვარაუდის (ჰიპოთეზის) გამოთქმის ჩვევები და შეძლონ ამ ვარაუდის არგუმენტირება. ასევე განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და კვლევა-ძიების უნარჩვევები.
5.       მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, პროექტზე მუშაობის ამსახველი სურათებით,ანგარიშით, მიზნით და შედეგებით.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კითხვარები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
9.       პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად, მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციას აბაშის ტერიტორიაზე არსებულ ბანებში სარგებლის დარიცხვის წესებს- მარტივი პროცენთის დარიცხვის წესს, რთული პროცენტის დარიცხვის წესს. პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას  საქართველოს  ბანკიდან, მეორე ჯგუფი-  ლიბერთი ბანკიდან, ხოლო მესამე ჯგუფი- თიბისი ბანკიდან.
 გამართავენ შუალედურ პრეზენტაციას,
მოსწავლეები  მოძიებულ ინფორმაციას წარმოგვიდგენენ  ცხრილების სახით, რომელსაც დაამუშავებენ ელექტრონულ ცხრილებში.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტ
11.   პროექტის ხელმძღვანელო(მასწავლებელი): ინგა ზასეშვილი
12.   ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: inga.zaseshvili@gmail.com
13.   პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:  ingazaseshvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment