გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი; VI კლასი (სსმ მოსწავლე კლასს არ ჰყავს)
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
თემა: მრავალწახნაგები
მიზანი:    მოსწავლეებმა გაიხსენონ და სისტემაში მოიყვანონ ბრტყელი და სივრცითი ფიგურების
                შესახებ შეძენილი ცოდნა, განივითარონ ფიგურების და ფიგურათა  ელემენტებს შორის
    მიმართებების დადგენის უნარ-ჩვევები. გამოიყენონ ეილერის ფორმულა სივრცული ფიგურების
     ელემენტების რაოდენობის დასადგენად;


N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო ნაწილი-დაფაზე წინასწარ გავაკარი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები.

საერთო საკლასო
ფორმატზე ამიბეჭდილი გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები
3
2
წინარე ცოდნის შემოწმება.მოსწავლეებს ვუჩვენებ პრეზენტაციას ბრტყელ ფიგურებზე, პარალელურად  დავუსვამ კითხვებს მათთვის ცნობილი გეომეტრიული ფიგურების შესახებ(წერტილი, მონაკვეთი, წრფე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, კვადრატი, ხუთკუთხედი, ექვსკუთხედი).
გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
პროექტორი, კომპიუტერი, დაფა,ცარცი,
5
3
მოტივაციის შექმნის მიზნით მოსწ. ვაჩვენებ პრეზენტაციას სივრცულ ფიგურებზე

დემონსტრირების
საერთო საკლასო
პროექტორი, კომპიუტერი
5
4
ვიდეოს ნახვის შემდეგ გავიხსენებთ სივრცითი ფიგურების ატრიბუტებს(წახნაგი, წვერო, წიბო).
მინი ლექცია
საერთო საკლასო
სივრცითი ფიგურების სხვადასხვა სახის მოდელები.
5

კლასი დავყავი 3 ჯგუფად.
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, წინასწარ მომზადებულ სივრცითი ფიგურების მოდელებზე.
I ჯგუფი- სამკუთხა და ოთხკუთხა პრიზმაზე
II ჯგუფი- ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდაზე
III ჯგუფი-ტეტრაედრი და ოქტაედრზე.
ცხრილში შეაქვთ  მრავალწახნაგას წვეროს, წიბოს და წახნაგის რაოდენობა.
ჯგუფური მუშაობა
 ჯგუფური
სივრცითი ფიგურების სხვადასხვა სახის მოდელები, მარკერი, ფორმატი, წინასწარ გამზადებული ცხრილი.
5
5
ჯგუფის მიერ შესრულებული დავალებების  პრეზენტაცია
პრეზენტაცია
საერთო საკლასო
დაფა,ცარცი, მარკერი.
5-5 წთ. თითო ჯგუფს
(სულ. 15წთ)
6
 მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის საფუძველზე, მათივე აქტიური ჩართულობით  ეილერის ფორმულის გამოყვანა და  თემის შეჯამება
მინი ლექცია
საერთო საკლასო
დაფა,ცარცი,მარკერი, პლაკათი  (ეილერის ფორმულა).
5
7
ახალი მასალის გამოყენებით საშინაო დავალების მიცემა
დაკვირვება
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო, რვეული
2

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
მათ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
Ø  აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
Ø  ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
მათ.VI.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სხვადასხვა ფიგურისათვის (ბრტყელი, სივრცული) ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს; იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად;


No comments:

Post a Comment